Tuesday, May 11, 2010

პროექტი

პროექტის სახელი: ,, არის თუ არა სიცოცხლე კოსმოსში“
პროექტის მიზანი: ცოდნის შევსებასთან ერთად დაშორებული პლანეტების შესახებ ინფორმაციის მოძებნა და დამუშავება, თანამშრომლობის უნარის განვითარება.
პროექტის აღწერა: კლასი იყოფა 5 –6 კაციან ჯგუფად, რომლებიც იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე:
1 ჯგუფი: მეცნიერების აზრი კოსმოსში სიცოცხლის შესახებ.
2 ჯგუფი: უცხო ცივილიზაციების დედამიწასთან შეხება.
3 ჯგუფი: ზოგადი აზრის შესაქმნელად გამოკითხვა თემში.
4 ჯგუფი: სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების, გამოცემებისა და მეცნიერების აზრი.
არის თუ არა სიცოცხლე კოსმოსში? ხშირად ისმის ეს შეკითხვა. ასტრონომიის, როგორც მეცნიერების ეს სეგმენტი, მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი სიმაღლეებისა დღემდე ბურუსით და იდუმალებითაა მოცული.
დედამიწაზე შექმნილია უამრავი ,,თვალი“ რომლთა საშუალებითაც, ვიზუალურად თუ რადიოსიგნალებით, ადამიანი აკვირდება ამოუცნობ კოსმოსს.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე მოსწავლეები შესძლებენ პასუხი გასცენ მათთვის საინტერესო კითხვებს.
მონაწილეთა ასაკი : XI კლასი.
ვადები /ხანგრძლივობა/ __ ერთი კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში: დისკუსია და T სქემა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს სამყაროს შესახებ. გაიგებენ, ისწავლიან მეტს და გამოთქვამენ ვარაუდს რამდენად შესაძლებელია იყოს ცივილიზაცია დედამიწის გარდა სხვაგან.
სარგებელი სხვებისათვის: შექმნილი ბლოგი დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს და დაინტერესებულ პირებს , გაიგონ მეტი უცხო პლანეტელების არსებობის შესახებ.
სამუშაო ენა : ქართული
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გამოიყენებს ისტ –ს , ისტ–ის საშუალებებით თანამშრომლობს სხვებთან, აგროვებს მონაცემებს.
პროექტის ფასილიტატორი: ირინა ღუღუნაძე.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: irinag500@gmail.com